„ქართული კლასიკო“ „ტორპედომ“ მოიგო – ოქრიაშვილმა “დინამო” ვერ გადაარჩინა

0
65

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ცენტრალური მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ შედგა, სადაც თბილისის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
მატჩის 29-ე წუთზე ანგარიში ნიკა ნინუამ გახსნა, რომელმაც დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და მას მერე რაც ბურთი ნიკა სანდოხაძეს შეეხო, კარში აღმოჩნდა – 1:0. 35-ე წუთზე „ტორპედოდან“ საპასუხო ბურთი მომო იანსანემ გაიტანა და ამ ეპიზოდში დინამოელები მიიჩნევდნენ, რომ „ტორპედოს“ ფორვარდი თამაშგარეში იყო, მაგრამ მთავარმა მსაჯმა ალეკო აფციაურმა ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და ბურთი ჩათვალა. ამის შემდეგ იანსანეს კიდევ შეეძლო გატანა, როდესაც საბა ხვადაგიანი შეცდა და მეტოქის საჯარიმოში შესულმა წინ გამოსულ მეკარე მიხეილ მაქაცარიას ბურთი თავს ზემოთ არაზუსტად გადაუგდო. გარდა ამისა, თავის გამოჩენის რეალური ირაკლი ბიძინაშვილსაც ჰქონდა, მაგრამ ამითღ ვერ ისარგებლა.
42-ე წუთზე ელიტონ ჟუნიორმა შორი მანძილიდან დაარტყა და მაქაცარიას ბურთი ხელებიდან გაუვარდა, ხოლო იანსანემ დამატებაზე ზუსტად ითამაშა – 1:2. მან გატანილი გოლი იმ სექტორის წინ აღნიშნა, სადაც „დინამოს“ ფანკლუბის ნაწილი ისხდა, რითაც მათი რისვა გამოიწვია და ფლაერიც კი ესროლეს. ამის შემდეგ „დინამოს“ ფანებმა არაერთხელ „ტორპედოს“ აგინეს.
ქუთაისელებმა მეორე ტაიმშიც შექმნეს სახიფათო მომენტები, რომლებიც იანსანემ ვერ გამოიყენა.
90-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა კუთხური ჩააწოდა და „ტორპედოს“ ფეხბურთელს თავის საჯარიმოში ბურთი ხელში მოხვდა, რის გამო, მსაჯმა პენალტი დანიშნა. ოქრიაშვილმა თერთმეტმეტრიანი შეასრულა და სერბმა გოლკიპერმა ფილიპ კლიაიჩმა ბურთი ხელებში დააფიქსირა.
შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილი „ტორპედო“ 41 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „დილას“ 3 ქულით ჩამორჩება. ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერის თავკაცობით „დინამომ“ 25 ქულა დააგროვა და მეექვსეა.
დინამო თბ 1:2 ტორპედო 
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს ხელმძღვანელობით ბათუმის „დინამომ“ მე-3 წრის დაწყების შემდეგ ზედიზედ მესამე შეხვედრა ფრედ დაასრულა. ამჯერად, ბათუმელებმა შინ მიხეილ აშვეთიას წყალტუბოს „სამგურალს“ ვერ მოუგეს – 0:0. ბათუმელები 34 ქულით მე-3 პოზიციაზე არიან, ხოლო წყალტუბოელები 23 ქულით – მეშვიდეზე.
დინამო ბთ 0:0 სამგურალი 
ლაშა თაბაგარი