მიქაუტაძის გამოუყენებელი პენალტი და წარუმატებელი სტუმრობა რენში

0
21

გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ შემადგენლობაში საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ სადებიუტო მატჩში პენალტი ვერ გამოიყენა. ყველაფერს კი, ლიონელთა წარუმატებელი ვოიაჟი რენში დაემატა.
„ლიონმა“ პირველ ტურში სამი უპასუხო გოლი გაუშვა. „რენმა“ ანგარიში მე-19 წუთზე გახსნა, ხოლო 21-ე წუთზე 2 ბურთით დაწინაურდა. 71-ე წუთზე მიქაუტაძემ თერთმეტმეტრიანი კარგად ვერ დაარტყა და მეკარემ მისგან მარჯვენა კუთხეში წასული ბურთი მოიგერია. მასპინძლებმა მესამე ბურთი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გაიტანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი