არაბიძის დებიუტი „ულსანში“ შედგა

0
53

სამხრეთ კორეის უმაღლეს დივიზიონში გიორგი არაბიძის დებიუტი შედგა. „ულსანი“, რომელსაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი წელს ზაფხულში შეუერთდა, შინ „სუვონს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. არაბიძე თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 1:2 აგებდა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. 27 ტურის შემდეგ, მოქმედი ჩემპიონი „ულსანი“ 45 ქულით 12 გუნდში მესამეა.
იტალიის სერია B-ს პირველ ტურში „კრემონეზე“ გასვლაზე „კოზენცასთან“ 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი სტუმართა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში ბრატისლავას „სლოვანმა“ თავის მოედანზე „კოშიცეს“ 2:1 აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანი გურამ კაშია მასპინძლების თადარიგში მოხვდა, მაგრამ ამჯერად დაასვენეს, რადგან მომავალ კვირაში ბრატისლაველებს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვთ.
ლაშა თაბაგარი