ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეს“ მაისურით ახალი სეზონში მორიგი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა. გერმანიის თასის 1/32-ფინალში „კარლსრუე“ სტუმრად „ლოტეს“ შეხვდა და 5:0 დაამარცხა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ზივზივაძემ 21-ე წუთზე ზუსტი გადაცემა წანიტზეკს გაუკეთა, რომლის დარტყმის შემდეგ, სტუმრები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. 69-ე წუთზე კონტეს გადაცემის შემდეგ, ზივზივაძემ მეტოქის საჯარიმოში ბურთი დაამუშავა და სტუმართა მეოთხე გოლის ავტორი აღმოჩნდა. ის 72-ე წუთზე შეცვალეს,
ლაშა თაბაგარი
