გიორგი ქოჩორაშვილმა ესპანეთში სეზონი გოლით დაიწყო. სეგუნდა დივიზიონის პირველ ტურში „ლევანტე“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად ხიხონის „სპორტინგს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა.
ქოჩორაშვილნა შეუცვლელად ითამაშა და 42-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, დაახლოებით 28 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და თავისი გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. აქვე გეტყვით, რომ „ლევანტედან“ პირველი გოლი მე-14 წუთზე კარლოს ალვარესმა გაიტანა. „სპორტინგიდან“ თავის ხონათან დუბასინმა გამოიჩინა 59-ე წუთზე.
ლაშა თაბაგარი
