იტალიის სერია A-ს სტარტზე „ტორინო“, რომელშიც საბა საზონოვი გამოდის, სტუმრად „მილანს“ შეხვდა და ქულა აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო.
ანგარიში 30-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც მილანელმა ტიავმა ავტოგოლი მიითვალა. 68-ე წუთზე საპატამ სტუმრები ორი ბურთით დააწინაურა.
89-ე წუთზე „მილანის“ ახალწვეულმა ალვარო მორატამნ ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ოკაფორმა მასპინძლები მარცხისგან იხსნა – 2:2.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-5 ტურში „კრაკოვიამ“ გასვლაზე „იაგიელონიას“ 4:2 აჯობა. სტუმრებს ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად უკაპიტნა. „კრაკოვია“ 10 ქულით 18 გუნდში მესამეა.
ლაშა თაბაგარი
