„ვალენსია“ და „ლივერპული“ მამარდაშვილის ფასზე ვერ თანხმდებიან

0
25

„ვალენსია“ და „ლივერპული“ გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო თანხაზე ვერ თანხმდებიან. მიმდინარე კვირაში საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის მეკარის თაობაზე გამართულ მოლაპარაკებაში მხარეებმა წინ ვერ წაიწიეს, იუწყება ჟურნალისტი ჰექტორ გომესი.
ესპანურ კლუბს მამარდაშვილის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება სურს, ხოლო „ლივერპულისთვის“ ეს თანხა მიუღებელია. მანამდე, ცნობილი იტალიელი ჟურნალოსტი ფაბრიციო რომანო იუწყებოდა, რომ ქართველი გოლკიპერი მერსისაიდელებს პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა.
მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. მან გასულ სეზონში „ვალენსიაში“ ჩაატრებულ 32 მატჩში 34 გოლი გაუშვა და 12-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.
ლაშა თაბაგარი