ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. 52 წლის არგენტინელი სპეციალისტი მაურიციო პოჩეტინო ამერიკელების გაძღოლას დათანხმდა. ის გრეგ ბერგჰალტერს შეცვლის, რომელიც აშშ-ს ეროვნული გუნდიდან კოპა ამერიკაზე ჯგუფიდან ვერგასვლის გამო დაითხოვეს.
პოჩეტინო გასულ სეზონში ლონდონის „ჩელსის“ ავარჯიშებდა, მაგრამ არასახარბიელო შედეგის გამო დაითხოვეს. მანამდე, სამხრეთ ამერიკელი „ესპანიოლს“, „საუთჰემპტონს“, „ტოტენჰემს“ და „პარი სენ ჟერმენს“ ავარჯიშებდა.
შეგახსენებთ, რომ 2026 მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადაში და მექსიკაში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი
