დავიდ დე ხეა კარიერას იტალიის სერია A გააგრძელებს. ესპანელი მეკარე ერთწლიან კონტრაქტზე ფლორენციის „ფიორენტინას“ შეუთანხმდა, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
33 წლის დე ხეა სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 2025 წლის ივნისამდე გააფორმებს კონტრაქტს, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების სურვილი შემთხვევაში თანამშრომლობა ავტომატურად ერთი წელი გაგრძელდება.
დე ხეას 2023 წლის ზაფხულში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია. ის ინგლისურ კლუბში 2011 წლიდან გამოდიოდა, ხოლო მანამდე მადრიდის „ატლეტიკოს“ ღირსებას იცავდა.
ლაშა თაბაგარი
