თბილისის „იბერია“ ერთადერთი ქართული გუნდია, რომელიც მიმდინარე სეზონში კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. ლევან კორღალიძის თავკაცობით თბილლისელებმა შინ ალბანეთის „პარტიზანს“ 2 უპასუხო ბურთი გაუტანეს, ხოლო ტირანაში უგოლო ფრე ითამაშეს.
„იბერიას“ მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე სერიოზული მეტოქე ჰყავს თურქეთის „ბაშაქშეჰირის“ სახით. პირველი მატჩი თბილისში 8 აგვისტოს შედგება, ხოლო საპასუხო თურქეთში – 15 აგვისტოს.
ლაშა თაბაგარი
