სტივ კინი: “განსხვავებული მატჩი იქნება”

0
22

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის სტივ კინის თქმით, კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად “ომონიასთან” 1:3 წაგებული მატჩიდან შესაბამისი დასკვნა გამოიტანეს და საპასუხო შეხვედრა განსხვავებული იქნება. შოტლანდიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ პირველ აგვისტოს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გასამართ თამაშამდე პრესკონფერენციაზე განაცხად.
სტივ კინი: ” პირველ ყოვლისა, კვიპროსელ ჟურნალისტებს მოგესალმებით. ულამაზეს ქვეყანაში ჩამოხვედით და თუ აქ პირველად ხართ, საქართველო და ქუთაისი აუცილებლად დაგამახსოვრდებათ. შემიძლია აქ ყოფნა მოგილოცოთ.
ხვალ ბევრად განსხვავებული მატჩი იქნება. სახოს ვეთანხმები: ფეხბურთი მეორე შანსს გვაძლევს, პირველიდან კი სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მზად ვართ დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ.
ქუთაისელი გულშემატკივარი ჩვენი უპირატესობაა: მათთან ერთად ყველაფერი შეგვიძლია. მჯერა, რომ სტადიონი სავსე იქნება. ჯერ არაფერია დასრულებული”.
“ტორპედო” – “ომონიას” დაპირისპირება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი