„ჩელსიმ“ დანიელი მეკარე იყიდა

0
64

ლონდონის „ჩელსიმ“ ესპანეთის „ვილიარელიდან“ მეკარე ფილიპ იორგენსენი შეიძინა, რის შესახებ კლუბის ვებგვერდი იუწყება.
22 წლის დანიელმა ინგლისელებთან კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ „ჩელსიმ“ 24,5 მილიონი ევრო გადაიხადა.
2024-2025 წლების სეზონში იორგენსენმა „ვილიარეალში“ ჩატარებულ 37 მატჩში 64 გოლი გაუშვა და 6-ჯერ კარი „მშრალად“ შეინახა.
ლაშა თაბაგარი