
პსჟ-მ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა, „მონაკოდან“ ნახევარმცველი მაგნა აკლიუში შეიძინა, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 24 წლის ფეხბურთელი პარიზულ კლუბში სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირაში გაივლის და კონტრაქტს 2031 წლის ივნისამდე გააფორმებს. „მონაკო“ აკლიუშის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მიიღებს.
აკლიუში „მონაკოს“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2021 წლიდან თამაშობს – ყველა ტურნირში ჩატარებულ 139 მატჩში 26 გოლი გაიტანა. ის საფრანგეთის ნაკრებში 2025 წლიდან გამოდის და 10 შეხვედრაში ერთი ბურთი შეაგდო. ის ფრანგებთან ერთად მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატში მონაწილეობდა და ერაყთან ითამაშა.
ლაშა თაბაგარი




