“ტორპედომ” კვიპროსში წააგო – სახოს არადამაჯერებელი დებიუტი

0
25

კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის “ტორპედოსთვის” კვიპროსზე სტუმრობა წარუმატებელი აღმოჩნდა. შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილი გუნდი ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა და საპასუხო მეხვედრაში რთული ბრძოლა ელით ნიქოზიელებთან, რომელთაც საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენეს. ქუთაისელთა რიგებში დებიუტი საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ მამაუ სახოს ჰქონდა, რომელიც სასურველი სათამაშო ფორმისგან შორსაა და პრაქტიკის არქონა აშკარად ეტყობა.
მატჩის დასაწყისში “ტორპედოს’ ნორვეგიელი ლეგიონერის ბიორნ იონსენის სახიფათოდ დარტყმული ბურთი მეკრემ მოიგერია. 41-ე წუთზე მასპინძლებმა კუთხური ჩააწოდეს და “ომონიას” ცენტრალურმა მცველმა კულიბალი თავურით ანგარიში გახსნა.
75-ე წუთზე იონსენიმ კარგი პასის შემდეგ. იანსანემ, რომლის “ტორპედოში” დებიუტი შედგა იონსენის ქუსლით გაკეთებული პასის შემდეგ, საპასუხო ბურთი გაიტანა. თუმცა, ქუთაიესელებს ზეიმი დიდი ხანი არ დასცადდათ, რადგან სამ წუთში იმავე კულიბალიმ დუბლი შეასრულა.
84-ე წუთზე ევანდრომ “კედელი” გაითამაშა  თანაგუნდელთან, რომელმაც პასი ქუსლით გაუკეთა და დაახლოებით 22 მეტრიდან “ცხრიანში” გაიტანა.
“ტორპედო” საპასუხო შეხვედრას ქუთაისში პირველ აგვისტოს ჩაატარებს.
„ომონია“ – „ტორპედო“ (ქუთაისი) 3:1 (1:0)
25 ივლისი. ნიქოზია, GSP სთედიუმი
„ომონია“: ფაბიანო, მასურასი (დიუნკუ 89), კულიბალი, პანაგიოტუ, ხამასი, ხარალამპუსი (ევანდრო 68), მარიჩი, ერაკოვიჩი, შიმიჩი (ალიუმი 89), სტეპინსკი (კაკულისი 68), სემედუ.
მთავარი მწვრთნელი: ვალდას დამბრაუსკასი.
„ტორპედო“ (ქუთაისი): კლიაიჩი, მჭედლიშვილი (ვარლეი 46), სანდოხაძე, სახო, ნადარაია,  მონტეირო (ბიძინაშვილი 73), გიგაური (ფაცაცია 73), ელიტონი (იანსანე 46), ნინკოვიჩი, (შერგელაშვილი 90), იონსენი, პირესი.
მთავარი მწვრთნელი: სტივ კინი.
გოლები: 1:0 კულიბალი (41), 1:1 იანსანე (75), 2:1 კულიბალი (78), 3:1 ევანდრო (84).
გაფრთხილება: მჭედლიშვილი (13), კულიბალი (31), ნინკოიჩი (33), იგაური (43), ხარალამპუსი (52), ხამასი (56), ფაბიანო (75), იანსანე (78), იონსენი (87), სანდოხაძე (90).
მთავარი მსაჯი:მარტინ მატოშა (სლოვენია)
ლაშა თაბაგარი