ქუთაისის “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის სტივ კინის მიზანი კონფერენს ლიგისნე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლაა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ კონფერენს ლიგის მე-2 ეტაპზე სტუმრად კვიპროსის “ომონიასთან” გასამართ პირველ მატჩამდე განაცხადა.
სტივ კინი: “პირველ ყოვლისა, მადლობა “ომონიას” კარგი დახვედრისთვის. საკმაოდ ძლიერი მეტოქე გვყავს და ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის. როგორც ყოველთვის, ჩვენს მეტოქეს ვაფასებთ და დიდ პატივს ვცემთ. თუმცა, საკუთარი მიზანი გვაქვს და ეს შემდეგ ეტაპზე გასვლაა სამწუხაროდ, აურო ჟუნიორის სახით დიდი დანაკლისი გვაქვს, მაგრამ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ამ დანაკლისის შევსებას შეძლებენ. მათი მჯერა”.
“ომონიასა” და “ტორპედოს” მატჩი ხვალ თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
