ლუკა სილაგაძის დებიუტი ლატვიის ჩემპიონ „რიგასში“ ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე „ბოდო გლიმტთან“ შედგა.
ლატვიელებმა პირველი მატჩი ნორვეგიაში ჩაატარეს და 0:4 წააგეს. „რიგასის“ ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტოში არცერთი იყო. სილაგაძე თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ოდიშარიამ ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
კვიპროსის აპოელმა მოლდოვის „პეტროკუბი“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მასპინძლების განაცხადში საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი მცირე ტრავმის გამო არ იყო.
ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე საპასუხო შეხვედრები 30 ივლისს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი
