ნიკა სანდოხაძე: “ვფიქრობ ამისთვის მზად ვართ“

0
32

ქუთაისის “ტორპედოს” ცენტრალურ მცველ ნიკა სანდოხაძეს მიაჩნია, რომ კვიპროსის “ომონიასთან” ძალიან დასაძბული და საინტერესო დაპირისპირება ელოდებათ. ქუთაისელები უკვე კვიპროსში არიან და მომავალი თამაშისთვის ემზადებიან, რომელიც თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
ნიკა სანდოხაძე: „ვიცით, რომ მეტოქე ძლიერი გუნდია და ყველანი მაქსიმალური კონცენტრაციით ვემზადებით. ძალიან დაძაბული და საინტერესო თამაში გველოდება და ვფიქრობ, ამისთვის მზად ვართ“.
ცოტნე ნადარაია: „პირველი ეტაპის გადალახვით გახარებულები ვართ. მეორე ეტაპზე ჩვენი მეტოქე „ომონია“ კარგი გუნდია, მაგრამ „ტორპედო“ მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადის. გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ფეხბურთელები მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ“.
გია მანჯგალაძე: „ალბანურ გუნდთან მოგებული თამაშის მერე გუნდში ამაღლებული განწყობაა. რთული თამაში იქნება იქიდან გამომდინარე, რომ „ომონია“ საკმაოდ ძლიერი გუნდია კარგი ლეგიონერებით. ჩვენ მათ საკუთარი თამაში უნდა დავუპირისპიროთ და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება“.
ლაშა თაბაგარი