„რეალი“ პირველი კლუბია მილიარდზე მეტი შემოსავლით

0
37

მადრიდის „რეალი“ ფეხბურთის ისტორიაში პირველი კლუბი გახდა, რომლის შემოსავალმა მილიარდ ევროს გადააჭარბა. ამის შესახებ ესპანური გრანდის პრესსამსახური იუწყება.
ფინანსური წლის განმავლობაში „რეალის“ ოპერაციულმა შემოსავალმა ტრანსფერების გათვალისწინების გარეშე 1,073 მილიარდი ევრო შეადგინა. მადრიდელებმა გასულ ფინანსურ წელთან შედარებით 230 მილიონი ევროთი მეტი გამოიმუშავა, ხოლო სუფთა მოგებამ 16 მილიონი ევრო შეადგინა.
„რეალი“ 2023-2024 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ასევე ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი