გიორგი ქვილითაიამ ლიმასოლის „არისში“ დებიუტი გოლით აღნიშნა. კვიპროსული გუნდი ახალი სეზონისთვის ავსტრიაში ემზადება და ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისის ჩემპიონშიფში მოასპარეზე „ჰადერსფილდი“ 4:2 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მეორე ტაიმში მოედანზე შეცვლაზე შევიდა. 68-ე წუთზე მან ზუსტი დარტყმით „არისი“ დააწინაურა – 3:2.
30 წლის ქვილითაიამ 2023-2024 წლების სეზონი ნიქოზიის აპოელში გაატარა, სადაც 29 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მან ნიქოზიელებთან ერთად კვიპროსოს ჩემპიონატი მოიგო და სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ლაშა თაბაგარი





