ხავიერ აგირე მექსიკის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, რის შესახებ ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება.
65 წლის აგირეს მექსიკის ეროვნული გუნდის ექსკაპიტანი და „ბარსელონას“ ყოფილი მცველი რაფაელ მარკესი დაეხმარება, რომელიც ბოლო პერიოდში კატალონიურ კლუბში ახალგაზრდული გუნდის თავკაცი იყო.
ხავიერ აგირემ ნაკრებში ხაიმე ლოსანო შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2023 წლის ივნისიდან მუშაობდა, მექსიკელები აშშ-ში ჩატარებულ კოპა ამერიკაზე ჯგუფიდან ვერ გავიდნენ და ამიტომ, ლოსანო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
აგირე მექსიკის ნაკრებში მესამედ დაბრუნდა. მანამდე, ის გუნდის 2001 წლის ივლისიდან 2002 წლის ივლისამდე და 2009 წლის აპრილიდან 2010 წლის ივნისამდე ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი
