ქუთაისის “ტორპედოს” ბრაზილიელმა მცველმა აურო ჟუნიორმა ტრავმა მიიღო და გუნდს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ქუთაისელთა პრესსამსახური იუყწყება:
“აურო ჟუნიორს ფეხის თითების მრავლობითი მოტეხილობა დაუდგინდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ოპერაციასა და ხანგრძლივ რეაბილიტაციას საჭიროებს, რის გამოც გუნდს მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება”.
“სამწუხაროდ ტრავმა მივიღე, მაგრამ ბევრად ძლიერი დავბრუნდები. მადლობა გვერდით დგომისა და მხარდაჭერისთვის” -დაწერა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სოციალური ქსელში.
ლაშა თაბაგარი
