კვარაცხელიას წელიწადში 8 მილიონი ევროს მიღება სურს

0
37

ხვიჩა კვარაცხელიას თავის რიგებში ხილვა „პარი სენ ჟერმენს“ ისევ სურს, იუწყება იტალიური გამოცემა Corriere dello Sport. პარიზელები მზად არიან კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების 23 წლის გარემარბში 100 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადონ.
თავად კვარაცხელია მზადაა „ნაპოლისთან“ ახალი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს. თუმცა, Corriere dello Sport-ის ინფორმაციით ჯერჯერობით მხარეები ხელფასზე ვერ თანხმდებიან. „ნაპოლიმ“ ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ კვარაცხელიას თავდაპირველად წელიწადში 5 მილიონი ევრო შესთავაზა და შესაძლოა, ეს თანხა 7 მილიონ ევრომდე გაიზარდოს. თავის მხრივ, კვარაცხელიას ახალი კონრაქტის დადების შემთხვევაში 8 მილიონის მიღება უნდა გადასახადების გამოკლების გათვალისწინებით.
ლაშა თაბაგარი