ინგლისის პრემიერლიგის რეკორდსმენი მე-11 დივიზიონში ითამაშებს

0
25

ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი გარეთ ბერი მე-11 დივიზიონის კლუბში ითამაშებს. ბირმინგემის „ასტონ ვილას“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი „ჰერსთპირპოინტს“ შეუერთდა.
43 წლის ნახევარმცველი გუნდის მთავარი მწვრთნელის მაიკლ სტენდინგის კარგი ნაცნობია. სხვათა შორის, ახალ გუნდში უკვე აღნიშნეს ვარჯიშებზე ბერის მუშაობის „არარეალურად მაღალი ხარისხი“.
ბერიმ პრემიერლიგაში 653-ჯერ ითამაშა და ჯერჯერობით მისი რეკორდი ვერავინ გააუმჯობეს. მან ინგლისის ეროვნულ გუნდში 53 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი