გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა და კონტრაქტი პრიმეირა ლიგაში წელს აღზევებულ „ავეშთან“ გააფორმა.
29 წლის ნახევარმცველის თქმით, „ავეშში“ გადასვლა კლუბის ამბიციური პროექტითაა განპირობებული, რომლის განხორციელებაში თავისი წვლილის შეტანა უნდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პორტუგალიის „ჟილ ვისენტეში“ თამაშის დროს, „ავეშის“ ამჟამინდელი მწვრთნელი „შავიშს“ ავარჯიშებდა და მისი გუნდი ყოველთვის დომინრებას ცდილობდა, ხოლო ამ ფაქტმა მასზე შთაბეჭდილება მოახდინა.
აბურჯანიას, რომელსაც საქართველოს ეროვნულ გუნდში 39-ჯერ უთამაშია, მიაჩნია, რომ პორტუგალიაში გადასვლა ნაკრებში დასაბრუნებლად სწორი ნაბიჯია.
როდესაც მას საკუთარი თავის დახასიათება სთხოვეს, ფეხბურთელმა ხაზი გაუსვა, რომ სჯობს ეს სეზონის ბოლოს გულშემატკივრებმა შეაფასონ.
აბურჯანიამ გასული სეზონი თურქეთის სუპერლიგის „ჰათაისფორში“ გაატარა.
ის კარიერის მანძილზე ასევე რუსთავის „მეტალურგში“, გორის „დილაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, კვიპროსის ფამაგუსტას „ანორთოსისში“, ესპანეთის ტარაგონას „ხიმნასტიკში“, „სევილია II”-ში, „ლუგოში“, „ოვიედოში“. „კარტახენაში“, ნიდერლანდების „ტვენტეში“ და პორტუგალიის „ჟილ ვისენტეში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





