ლობჟანიძის კიდევ ერთი გოლი “ატლანტას” მაისურით

0
30

საბა ლობჟანიძემ “ატლანტა იუნაიტედის” მაისურით მიმდინარე სეზონში MLS-ში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. ატლანტელებმა “ნიუ უირკ სიტი” მიიღეს და მიუხედავად იმისა, რომ 2:0 იგებდნენ, საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 38-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, მეტოქის კარი აიღო – მეკარის მოგერიებული ბურთი ახლო მანძილიდან ბადეში გადაგზავნა. ის 75-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 2:1 იყო “ატლანტას” სასარგებლოდ. ნიუ იორკელებმა გამთანაბრებელი გოლი 82-ე წუთზე პენალტიდან გაიტანეს. ატლანტელები 25 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე არიან, ხოლო ლობჟანიძემ წელს მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი