“ტორპედოს” ბრაზილიელი მცველი შეემატა

0
24

ქუთაისის “ტორპედომ” კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა. ქუთაისელებმა ბრაზილიის “მირასოლიდან” განაპირა მცველი ვარლეი ლეანდრო და სილვა შეიძინეს, რასაც კლუბის პრესსამსახური ატასტურებს:
“24 წლის ბრაზილიელი განაპირა მცველი ვარლეი ლეანდრო და სილვა ქუთაისის “ტორპედომ” ბრაზილიური “მირასოლიდან” შეიძინა.
კარიერის განმავლობაში ბრაზილიელი მცველი ისეთი კლუბების ღირსებას იცავდა, როგორიც “სანტა კრუზი”, “ბოტაფოგო”, “კორიტიბა” და “მირასოლი” არიან.
ვარლეი ლეანდრომ “ნიუ ვიჟენ ჰოსპიტალში” სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც “ტორპედოსთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა”.
ლაშა თაბაგარი