დავითაშვილმა “სენტ ეტიენთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

0
24

ზურიკო დავითაშვილი კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარ “სენტ ეტიენში” გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ახალ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მის სანაცვლოდ “ბორდომ” 6 მილიონი ევრო მიიღო.
23 წლის დავითაშვილი “ბორდოში” 2022 წლის ზაფხულში ბათუმის “დინამოდან” გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 71 მატჩში 14 გოლი გაიტანა. მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 39-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო.
“სენტ ეტიენი” ლიგა 1-ში 2023-2024 წლების სეზონში დაბრუნდა, როდესაც პლეი-ოფში გიორგი მიქაუტაძის “მეცი” დაამარცხა. “სენტ ეტიენი” საფფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი კლუბია, რომელსაც ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 10-ჯერ მოუგია, ხოლო თასი -6-ჯერ. 1976 წელს “სენტ ეტიენი” ჩემპიონთა თასის ფინალში “ბაიერნთან” დამარცხდა. ამ კლუბში 1979-1982 წლებში ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა მიშელ პლატინი გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი