“ლეხი” და კვეკვესკირი დაშორდნენ

0
27

ნიკა კვეკვესკირი მომავალ სეზონში პოზნანის “ლეხის” ღირსებას აღარ დაიცავს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანმა და პოლონურმა კლუბმა ხელშეკრულება შეწყვიტეს. ამის შესახებ “ლეხის” ვებგვერდი იუწყება.
კვეკვესკირი პოზნანელთა რიგებში 2020-2021 წლების სეზონიდან გამოდიოდა და 2022 წელს პოლონეთის ჩემმპიონი გახდა ის კარიერის განმავლობაში “ლეხის” გარდა, ზუგდიდის “ბაიაში”, თბილისის “დინამოში”, “ცხინვალში”, გორის “დილაში”, აზერბაიჯანის ბაქოს “ინტერში” და “გაბალაში” და ყაზახეთის “ტობოლში” თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი