სხირტლაძე ისევ „დინამოსთვის“ შეუტევს

0
25

დავით სხირტლაძე თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა. 31 წლის ფორვარდმა 6-თვიანი იჯარით თურქეთის რანგით მეორე ლიგის „ქოჯაელისფორში“ ითამაშა, სადაც 8 მატჩში გოლი არ გაუტანია.
სხრიტლაძე „დინამოში“ 2020 წელს ჩაირიცხა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში სეზონის მეორე ნახევარი გაატარა – 5 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. თუმცა, 2021 წელს დანიის რანგით მეორე ლიგის „ვიბორგში“ ითამაშა, რის შემდეგ ისევ „დინამოში“ დაბრუნდა და გუნდის კაპიტანი იყო.
სხირტლაძემ კარიერის დიდი ნაწილი დანიის „ორჰუსში“ გაატარა. ასევე, ის დანიის „სილკებორგში“, სლოვაკეთის „სპარტაკ ტრნავაში“, ლატვიის „რიგაში“ და პოლონურ „არკაში“ თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი