ბიელსას ურუგვაიმ კოპა ამერიკას ბრაზილია გამოთიშა

0
15

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნულნმა ნაკრებმა კოპა ამერიკაზე გამოსვლა დაასრულა. დორივალ ჟუნიორ შეგირდები ლას ვეგასში ურუგვაელებს დაუპირისპირდნენ და მოწინააღმდეგესთან ვერაფერი გააწყვეს. არადა, ურუგვაი 74-ე წუთიდან როდესაც ნანდესი გაუძევეს 10 ფეხბურთელით თამაშობდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში მარსელო ბიელსა გაწვრთნილმა ურუგვაელებმა 4:2 გაიმარჯვეს. ურუგვაი 2011 წლის შემდეგ პირველად კოპა ამერიკის ნახევარფინალში გავიდა, სადაც კოლუმბიას შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიელებმა აშშ-ში მიმდინარე ტურნირზე 4 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს – 4:1 პარგვაისთან, ხოლო კოსტა რიკასთან (0:0) და კოლუმბიასთან (1:1) ფრე დაასრულეს.

ლაშა თაბაგარი