„ტოტენჰემმა“ სარეკორდო თანხად ნაყიდი ნდომბელე უფასოდ გაუშვა

0
15

ტანგი ნდომბელე კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „ნიცაში“ გააგრძელებს. მან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ნდომბელე „ნიცაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, რადგან ლონდონის „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი ურთიერთშეთანხემბის საფუძველზე გაწყვიტა. არადა. „ტოტენჰემმა“ ფრანგი ფეხბურთელი 2019 წელს „ლიონიდან“ კლუბისთვის სარეკორდო ტანხად 55 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. მან ლონდონელთა რიგებში 91-ჯერ ითამაშა და 10 გოლი გაიტანა. 27 წლის ნდომბელემ ბოლო 2 სეზონი იჯარით ჯერ „ნაპოლიში“, ხოლო შემდეგ „გალათასარაიში“ გაატარა.
ლაშა თაბაგარი