ქუთაისის „ტორპედომ“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ორი ფეხბურთელი შეიძინა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
„ქუთაისის “ტორპედომ” ბათუმის “დინამოდან” სასყიდლიანი ტრანსფერი განახორციელა – 24 წლის შემტევი ნახევარმცველი ცოტნე ფაცაცია ჩვენი კლუბის მაისურს მოირგებს.
ფეხბურთელსა და ტორპედოს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, კლუბის მხრიდან მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.
ცოტნე ფაცაცია ბოლოს ბათუმის დინამოს ღირსებას იცავდა. იყო საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრიც.
აღსანიშნავია, რომ ის ეროვნული ლიგის გასული წლის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელეს.
ქუთაისის “ტორპედომ” კიდევ ერთი სასყიდლიანი ტრანსფერი განახორციელა – 27 წლის ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი ჩვენი კლუბის ფეხბურთელია.
ფეხბურთელმა ტორპედოსთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კლუბის მხრიდან მისი კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.
ბიძინაშვილის ბოლო კლუბი ყაზახური “ჟენისია”. წლების განმავლობაში ჩვენი ახალწვეული ბათუმის “დინამოს”, გორის “დილას” და თბილისი “იბერიას” ღირსებას იცავდა. იყო საქართველოს 17, 19 და 21 წლამდელთა მუდმივი წევრი“.
ლაშა თაბაგარი
