ერიკ ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩა

0
58

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინგლისური გრანდის პრესსამსახურის ინფორმაციით, 54 წლის ნიდერლანდელმა სპეციალისტმა ხელშეკლურება 2026 წლის ივნისამდე გაახანგრძლივა. მას მოქმედი კონტრაქტი 2024-2025 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებდა.
ერიკ ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიეტდს“ 2022 წლიდან ხელმძღვანელობს. გასულ სეზონში მანჩესტერელები პრემიერლიგაში მე-8 ადგილზე გავიდნე და ლიგის თასი მოიგეს. ერიკ ტემ ჰაგის თავკაცობით „იუნაიტედმა“ 2022-2023 წლების სეზონში ინგლისის ლიგის თასი მოიპოვეს.
ლაშა თაბაგარი