ოთარ კაკაბაძე: “გუნდში ძალიან პოზიტიური გარემოა”

0
63

ევრო2024-ის მერვედფინალში ესპანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებ ვარჯიშამდე კომენტარი საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა ოთარ კაკაბაძემ გააკეთა:
“გუნდში ძალიან პოზიტიური გარემოა. დიდი მონდომებით და შემართებით ვემზადებით.მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის სახით რთული მეტოქე გვყავს, ვეცდებით, რომ ჩვენთვის არ დამთავრდეს ევროპის ჩემპიონატი და ეს ბედნიერი დღეები, რაც ყველამ ერთად გავიარეთ, კიდევ გავიხანგრძლივოთ”.
ევრო 2024-ის მერვედფინალური შეხვედრა საქართველოს და ესპანეთის ნაკრებებს შორის 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.