ევროპა ახალი ჩემპიონი ეყოლება, რადგან გერმანიაში მოქმედი გამარჯვების სტატუსით ჩასული იტალიის ეროვნული ნაკრები ტურნირს 1/8-ფინალში გამოეთიშა. ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი “სკუადრა აძურა” შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ძალიან კარგი შთაბეჭდიულა დატოვა და უსუსური თამაშის ფონზე მურატ იაკინის გუნდისგან 2 უპასუხო ბურთი მიიღო.
მატჩის 37-ე წუთზე ვარგასმა ზუსტი პასი გაუკეთა იტალიელთა საჯარიმოში გახსნილ ფროილერს, რომელმაც ერთი შეხებით მიიღო ბურთი, ხოლო მეორეთი მიწაზე დაუშვებლად კარში გადაგზავნა. მეორე ტაიმის სტარტზე თავი უკვე ვარგასმა გამოიჩნა, როდესაც აბიშერის პასის მერე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ბურთი დონარუმას კარის “ცხრიანში” გაგზავნა. დარჩენილ დროში იტალიამ შვეიცარიას ვერაფერი დაუპირისპირა და მხოლოდ ის მოახერხა, რომ ბურთი გვერდით ძელს მოახვედრა. სხვათა შორის, მეორე ტაიმში ძელს შვეიცარიელი ფეხბურთელის დარტყმული ბურთიც მოხვდა.
შვეიიცარია, რომელმაც 1/8-ფინალის ბარიერი ზედიზედ 2-ჯერ დაძლია, 1/4-ფინალში ინგლისსა და სლოვაკეთს შორის გამარჯვცებულს დაუპირისპირდება. იტალია 2004 წლის შემდეგ პირველად ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ვერ გავიდა. “სკუადრა აძურამ” ევრო 2024-ზე ჩატარებულ 4 თამაშში იმაზე მეტი გოლი გაუშვა, რაც თავისთვის ტრიუმფალურ ევრო 2020-ზე მთლიანად.
ლაშა თაბაგარი
