ლაზარე კუპატაძემ თბილისის „იბერია“ დატოვა, რის შესახებ კლუბის პრესსასმახური იუწყება. 28 წლის მეკარე დიდი ალბათობით კარიერას ლატვიის „ლიეპაიაში“ გააგრძელებს.
„ლიეპაიას“ ქართველი სპეციალისტი თამაზ პერტია წვრთნის, რომელიც წლებია ლატვიაში მუშაობს. ამ გუნდში 5 ქართველი ფეხბურთელი გამოდის: ლუკა სილაგაძე, რატი არდაზიშვილი, ანდრია ხორხელი., გიორგი კუცია და ვაჟა ფაცაცია.
ლაშა თაბაგარი
