საქართველოს ეროვნული გუნდის ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა ბრატისლავის „სლოვანიდან“ წავიდა, რის შესახებ სლოვაკური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ამპლუით საყრდენი ნახევარმცველი კანკავა „სლოვანში“ 2021 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნიში ჩატარებულ 127 მატჩში 6 გოლის გატანის გარდა, 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მან სლოვაკეთის ჩემპიონის ოქროს მედლები ზედიზედ 3-ჯერ მოიგო. ამრიგად, „სლოვანში“ მხოლო ჩვენი ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია დარჩა.
ლაშა თაბაგარი





