„ნაპოლის“ ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კლუბს არ დატოვებს.
„არავითარი ეჭვის საფუძველი არ არსებობს და ყველაფერი უკვე ნათელია. ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ რჩება“ – იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ნეაპოლელთა თავკაცის ნათქვამს.
კვარაცხელიამ განვლილ სეზონში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან იტალიის თასზე 1 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც თავი არ გამოუჩენია. გარდა ამისა, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
მან მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან 2:0 მოგებულ მატჩში ანგარიში გახსნა და საუკეთესო და საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი
