კრისტალბეთ ეროვნული ლიგის აუტსაიდერი „სამტრედია“ ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა რევაზ ინჯგიამ დატოვა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 23 წლის გარემარბს კონტრაქტი ამოეწურა და კარიერის სხვაგან გაგრძელება სურს.
მიმდინარე სეზონში ინჯგიამ საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
გარდა ამისა, „სამტრედიამ“ ამ სეზონის ბოლომდე დიტო ფაჩულია ბათუმის „დინამოში“ გაანათხოვრა.
ლაშა თაბაგარი





