გურამ კაშია მომავალ სეზონშიც ბრატისლავას „სლოვანში“ ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ბრატისლაველებთან კონტრაქტი ერთი სეზონით გაახანგრძლივა, რაც კლუბის კლუბის გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკ უმცროსმა დაადასტურა.
„ბრატისლავაში და „სლოვანში“ ძალიან ბედნიერი ვარ. ბოლო სამი წელიწადი ჩემს კარიერაში საუცხოო იყო, ხოლო „ტეხელნე პოლე“ ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია. კონტრაქტის გახანგრძლივება და ის ფაქტი, რომ კვლავ თეთრი მაისურით ვითამაშებ ძალიან მიხარია. მხოლოდ ის შემიძლია დაგვიპრდეთ, რომ ჩვენი გუნდის წარმატებისთვის ისევ ყველაფერს გავაკეთებ და ბოლომდე დავიხარჯები“ – იუწყება „სლოვანის“ ვებგვერდი 36 წლი კაშიას ნათქვამს.
კაშია „სლოვანში“ 2021 წლიდან გამოდის და სლოვაკეთის ჩემპინატი ზედიზედ 3-ჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი





