გიორგი მამარდაშვილს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია მთელ ესპანეთის ნაკრებს სჯობს. საქართველოს ეროვნული გუნდის მეკარემა ამის შესახებ ხვალ ევრო 2024-ის 1/8-ფინალში კიოლნში “ებერჯი არენაზე” ესპანეთთან გასამართ შეხვედრამდე განაცხადა.
გიორგი მამარდაშვილი: “როგორც რიგითი ქართველი, კვარას გულშემატკივარი ვარ და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა, მას შეუძლია ოქროს ბურთის მოგება. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ის მთელ ესპანეთის ნაკრებს სჯობს, არა იმიტომ, რომ ესპანელ ფეხბურთელებს პატივს არ ვცემ, პირიქით. თუმცა, კვარაცხელიას გულშემატკივარი ვარ.
ჩემი აზრით, ესპანეთი გახსნილ ფეხბურთს ითამაშებს, შეგვიტევენ. თუმცა, ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც პორტუგალიასთან, დაცვაში შეცდომების გარეშე და კონტრშეტევებზე კარგად გადავიდეთ. რთულ თამაშს ველოდებით, უკნიდან ვითამაშებთ, მაგრამ შეტევაშიც სახიფათოები ვიქნებით.
ნაჩოს განცხადება, რომ ბევრ გოლს გამიტანენ? ვერაფერს ვიტყვი, წარმატებებს ვუსურვებ. პენალტების სერია? პენალტებზე არა მარტო ახლა, არამედ ყველა თამაშის წინ ვვარჯიშობ, შესწავლილი მყავს მეტოქის ფეხბურთელები, ვინც შეიძლება დაარტყას, ასე რომ, ამ შეხვედრაში ამ ყველაფრისთვის მზად ვიქნები”.
ლაშა თაბაგარი
