ზედიზედ მეორედ, ქართული კლუბი საკალათბურთო ევროთასზე ითამაშებს. გასულ წელს ეს სუპერლიგის ჩემპიონმა თსუ-მ შეძლო, წლეულს კი ევროთასებზე ძალას მოქმედი ჩემპიონი “ქუთაისი” მოსინჯავს.
ქუთაისელებს იგივე გზის გავლა მოუწევს, რაც შარშან თსუ-მ გაიარა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ქუთაისი ეცდება ჩემპიონთა ლიგაში მოხვდეს, მაგრამ თუ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გაიარა, ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლებს.
შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გამართულმა წილისყრა წილისყრამ იმერულ კლუბს მოწინააღმდეგედ სლოვაკეთის „ლევიცე“ არგუნა. საქართველოს ჩემპიონი საკვალიფიკაციოს მეოთხედფინალიდან იწყებს. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ის ესტონურ „კალევს“ შეხვდება და წარმატების შემთხვევაში ფინალში გავა. დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს. შესარჩევ რაუნდში წარუმატებლობის შემთხვევაში „ქუთაისი“ ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლებს.
