ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო, UEFA ევრო2024-ის ჯგუფური ეტაპის მეკარეების რეიტინგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი, ბურთის 20 მოგერიებით უპირობო ლიდერია.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და ამ გამარჯვებით პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში საქართველო ესპანეთს შეხვდება. მატჩი კიოლნში 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.
