ლევან კობიაშვილი: “იმედია, ნაკრების წარმატებული სვლა გაგრძელდება”

0
31

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებმა გულშემატკივარი კიდევ გაახაროს.
„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ესპანეთთან ჩვენი გუნდი იყოს იმ ფორმაში, რომლის ყურებაც მიგვაჩვია ბიჭებმა. იმედია თამაშამდე ისე მივალთ, რომ რომელიმე ფეხბურთელთან ტრავმა არ დაფიქსირდება, რადგან თითოეული მოთამაშე ძალიან ძვირფასია. ჯერჯერობით ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა და იმედია ასე გაგრძელდება“, – აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ბიჭები გულშემატკივრების ნაკლებობას არ იგრძნობენ სტადიონზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ამ სამ თამაშზე სტადიონზე იყვნენ. უბრალოდ წარმოუდგენელი გრძნობა იყო სტადიონზე ამდენი ქართველი ნაკრების მაისურიანი გულშემატკივრების დანახვა, ქართული დროშების. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ესპანეთის თამაშზეც არ ვიქნებით გულშემატკივრები უმცირესობაში, ვიხმაურებთ და დავეხმარებით ბიჭებს ამ თამაშზე“, – დასძინა კობიაშვილმა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხა და ამ გამარჯვებით პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში საქართველო ესპანეთს შეხვდება. მატჩი კიოლნში 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.