საქართველოს სუპერთასზე ფინალისტები გაირკვა

0
40

საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასზე ფინალისტები გაირკვა. ფეხბურთიე ფედერაციის გადაწყვეტილებით ზედიზედ მეორე წელიწადია სუპერთასი ახალი ფორმატით ტარდება. ამჯერად ფინალის საგზურისთვის თბილისის “იბერია” თანაქალაქელ “დინამოს” ეპაექრებოდა, ხოლო ბათუმის “დინამო” ქუთაისის “ტორპედოს”.
დავით პერტრიაშვილის სახელობის არენაზე გამართულ შეხვედრაში “დინამომ” მასპინძელ “იბერიას” ორი უპასხუო გოლი გაუტანა. 41-ე წუთზე ანგარიში თორნიკე ოქრიაშვილმა გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ნოდარ ლომინაძემ პენალტი გამოიყენა.
სუპერთასის მოქმედი მფლობელი “დინამო” ფინალში ქუთაისის “ტორპედოს” დაუპირისპირდება, რომელმაც სტუმრად ბათუმის “დინამოს” პენალტების სერიაში აჯობა.  მასპიმძლები მამუჩაშვილმა დააწინაურა, რომელმაც პენალტი გამოიყენა, ხოლო მე-18 წუთზე ნორვეგიელმა იონსენმა საპასუხო ბურთი გაიტანა. 25-ე წუთზე ბათუმელები წინ პაატა ღუდუშაურმა გაიყვანა, მაგრამ 73-ე წუთზე ისევ იონსენმა მა გაიტანა – 2:2. 83-ე წუთზე ღუდუშაურმა დუბლი მიითვალა, მაგრამ 10 წუთში ჟორჟინიომ გაათანაბრა. პენალტების სერია უკეთესად ქუთაისელებმა შეასრულეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
ლაშა თაბაგარი