ხვიჩა კვარაცხელია: “მამარდაშვილი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა”

0
48

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჰამბურგში ჩეხეთთან 1:1 დასრულებული დაპირისპირების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეაფასა და „ათიანის“ კითხვებს უპასუხა.
ხვიჩა კვარაცხელია: თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ამისთვის დიდი მადლობა გულშემატკივრებს.
“ჩეხეთი არ არის ხელწამოსაკრავი ნაკრები, შუაში ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ცდილობდნენ, ბურთი შუაში გაეთამაშებინათ, ფლანგზე გადაეტანათ და შემდეგ ჩაეწოდებინათ. გვაიძულეს, რომ უკან გვეთამაშა, მაგრამ ყველამ ნახეთ, როდესაც ზედმეტად დაგვაწვნენ, რა მოხდა ბოლო წუთებზე. გამოჩნდა, რომ ჩვენი უპირატესობის – კონტრშეტევის წყალობით, ძალიან მარტივად შეგვეძლო ამ მატჩში გამარჯვება.
მეტოქეს ბევრი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მამარდაშვილმა ძალიან მაგარი თამაში აჩვენა, ბევრჯერ გადაგვარჩინა და ალბათ, ამიტომაც არის ის მსოფლიოში საუკეთესო მეკარე.
ვფიქრობ, მეტი შემეძლო, ჩემი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ. ვარ თუ არა ოპტიმალურ ფორმაში, არ ვიცი, მაგრამ ნაკრებში ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ, იმის მიუხედავად, რომ ჩემს პოზიციაზე არ მიწევს თამაში. მაგრამ ბედნიერი ვარ. რაც შეეხება შეცვლას, ცუდად მომხვდა, მაგრამ მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.
ახლოს ვიყავით მოგებასთან და ძალიან განვიცადეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ის, რაც საბას დაემართა, ყველას შეიძლება მოუვიდეს. ასეთი მომენტები მესის და რონალდოს ვერ გამოუყენებიათ.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჰამბურგში ჩეხეთთან 1:1 დასრულებული დაპირისპირების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეაფასა და „ათიანის“ კითხვებს უპასუხა.
ხვიჩა კვარაცხელია: თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ამისთვის დიდი მადლობა გულშემატკივრებს.
ვაჩვენეთ, რომ თამაში ყველასთან შეგვიძლია და სანამ არის ეს შანსი, თუნდაც ერთი პროცენტი, გავალთ, ვიბრძოლებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. ხვალიდან უკვე პორტუგალიისთვის  დავიწყებთ მზადებას”.
ლაშა თაბაგარი სპეციალურად „ათიანისთვის“ ჰამბურგიდან
მადლონა მხარდაჭერისთვის სპორტისა და კულტურის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის
.