ზურიკო დავითაშვილი: “ჩემზე ასპროცენტიანი პენალტი იყო”

0
45

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჰამბურგში ჩეხეთთან 1:1 დასრულებული დაპირისპირების შემდეგ, ზურიკო დავითაშვილმა მატჩი შეაფასა და „ათიანის“ კითხვებს უპასუხა.
ზურიკო დავითაშვილი: “მადლობა მაყურებელს მხარდაჭერისთვის და ვისურვებ, რომ მომდევნო თამაშის შემდეგ ყველამ უფრო გახარებულებმა დავტოვოთ სტადიონი. რთული მატჩი იყო, ორივე გუნდს შეეძლო მოგება. ჯერ ჩეხებს ჰქონდათ მომენტები, ბოლოსკენ – ჩვენ. რა თქმა უნდა, მოგება გვინდოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს პირველი ქულა და მიღწევაა ევროპის ჩემპიონატზე.
ჩემზე ასპროცენტიანი პენალტი იყო და ძალიან გამიკვირდა, VAR-მა რომ არ დანიშნა. მომენტში, როდესაც საჯარიმოში დავეცი, დარწმუნებული ვიყავი, რომ 11-მეტრიანს დადებდნენ. ტანით წინ ვიყავი, ფეხი ჩავდგი და მეტოქე უკნიდან დამეჯახა.
მეორე ტაიმი რთული გამოვიდა კონკრეტულად ჩემთვისაც და მთლიანად ნაკრებისთვისაც. 1:0-ს ვიგებდით, მეტოქე გვაწვებოდა და ბურთი ჩვენ აღარ გვქონდა. შემდეგ, როცა გოლი გავუშვით, თითქოს დავითრგუნეთ. ბოლო მომენტში შეგვეძლო გატანა და დასანანია, რომ ეს ვერ შევძელით, მაგრამ ფეხბურთში ყველას მოსვლია მსგავსი რამ და ამით არაფერი მთავრდება. ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და გადავერთოთ პორტუგალიასთან თამაშზე.
რთულია თქმა, რომ პორტუგალიის წინააღმდეგ გახვალ და მოიგებ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ. თამაში რომ ყველასთან შეიძლება, ეს გამოჩნდა ამ ევროპის ჩემპიონატზე, პორტუგალია-ჩეხეთის მატჩშიც. იმედია, ეს შეხვედრა ჩვენთვის სასარველი შედეგით დასრულდება”.
ლაშა თაბაგარი სპეციალურად „ათიანისთვის“ ჰამბურგიდან
მადლონა მხარდაჭერისთვის სპორტისა და კულტურის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის
.