ისტორიულ პრესკონფერენციაზე სანიოლმა პირველს „ათიანს“ უპასუხა

0
45

გერმანიაში ჟურნალისტებისთვის არცთუ კომფორტული სამუშაოს პირობებზე ვწერდი და უეფამ მასპინძლებთან ერთად პრესკონფერენციაზე კიდევ უფრო გაგვაოცა. რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვილი სანიოლი და გუნდის კაპიტანი გურამ კაშია დაესწრნენ.
სხვადასხვა ენაზე დასმული კითხვა ადრესატს რომ მოესმინა ტელეფონში აპლიკაცია უნდა ჰქონოდა გადმოწერილი და ყურსასმენები გამოეყენებინა. პასუხის გაცემის დროსაც ანალოგიური ვითარება იყო. უეფამ ყველაფერი ისე გაართულა. რომ იმ ქართველმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ინგლისური არ იცოდნენ ფაქტობრივად ვერ გაიგეს რას პასუსობდნენ სანიოლი და კაშია.
ისტორიულ პრესკონფერენციაზე „ათიანის“ სახელით პირველი კითხვა მე დავსვი და სამჯერ მომიწია გამეორება, რომ ასე ნაქებ ტექნიკას სანიოლისთვის ეთარგმნა.
„ათიანის“ კითხვა: როგორ მდგომარეობაში არიან საბა კვერკველია და ოთარ კიტეიშვილი. მომავალ მატჩში თუ ითამაშებენ?
ვილი სანიოლი: „კვერკველია მზადაა, ხოლო კიტეიშვილი მზადა არაა“.
ლაშა თაბაგარი სპეციალურად „ათიანისთვის“ დორტმუნდიდან
მადლობა მხარდაჭერისთვის სპორტისა და კულტურის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას.