გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის C ჯგუფის პირველ შეხვედრაში შტუტგარტის „შტუტგარტ არენაზე“ დანია სლოვენიას დაუპრისიპირდა და მიუხედავად იმისა, რომ წყვილში ფავორიტად მიიჩნეოდა, მხოლოდ ქულა აიღო.
სკანდინავიელები პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიში მე-17 წუთზე გახსნეს, როდესც მეტოქის საჯარიმოში ვინდმა ქუსლით საუცხოო პასი გაუკეთა ერიქსენს, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა – 1:0.
შესვენების შემდეგ, მოედანზე სურათი შეიცვლა.ა მეორე ტაიმის შუაწელიდან სლოვენიამ ინიციატივა ხელთ იგდო და საჯარიმოს გარედან შეშკოს დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 77-ე წუთზე ბალკანელებმა კუთხური ჩააწოდეს და დაახლოებით 23-24 მეტრიდან იანზას ძლიერი დარტყმის მერე, ბურთი ჰიულმანდ შეეხო და კარში აღმოჩნდა – 1:1.
ამის შემდეგ შპორარს ჰქონდა კარგი შანსი სლოვენია დაეწინაურებინა, თუმცა, ახლო მანძილიდან მისი დარტყმული ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. მატჩის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
ლაშა თაბაგარი
