ევრო 2024 | ეროვნული ბანკი საკოლექციო ოქროსა და ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს

0
52

ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავადსაქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ოქროსა და ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს.
აღნიშნულის გათვალისწინებითსაქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად შესაბამისი დიზაინის შესაქმნელად მუშაობა დაიწყორის შედეგადაც ფედერაციამ უზრუნველყო ვერცხლისა და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების მომზადება.
მონეტების დიზაინის თითოეული დეტალი ეროვნული ნაკრების გუნდის სიმბოლიკიდან არის აღებული და სრულად შეესაბამება მის ბრენდბუქს. მონეტის ერთ მხარეს გამოსახულია ნაკრების ლოგო (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახითდა ლოგოს დიზაინის მთავარი სიმბოლომხედარი (პროტოტიპად აღებულია თეთრი გიორგი), რომელიც ებრძვის გველეშაპსროგორც საკუთარ თავში სისუსტის დაძლევის სიმბოლოსმონეტაზე დატანილია წარწერა „მე ვარ საქართველო“, რაც ბრენდის სლოგანი და ვერბალური იდენტობაარომელიც მის იდეოლოგიას ახმოვანებს და ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენს.
მონეტის მეორე მხარეს გამოსახულია ნაკრების ფეხბურთელთა მაისურის დიზაინი (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით), რომელიც ნაკრების ახალ ბრენდთან ერთად შეიქმნა და ერთგვარად გადმოსცემს ბრენდის ფილოსოფიასმონეტა შეიცავს მოვლენის აღმნიშვნელ წარწერებს ქართულ და ინგლისურ ენებზენომინალს და გამოშვების წელს.
ამ ეტაპზე პარტნიორად შერჩეულ ლიეტუვის ზარაფხანაში დაწყებულია  ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტების დამზადების პროცესირომლის დასრულება და რეალიზაცია მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.
გარდა ამისა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით და ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით საქართველოს ფოსტამ გამოუშვა მარკა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ეძღვნება!